არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა ®️
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრაზე.

ზურაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ღვინის მწარმოებლებთან ქვეყანაში ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის საკითხში მევენახეობის დარგის განვითარების მნიშვნელობასა და ამ სფეროში კერძოს სექტორის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს არის ამ ქვეყნისთვის დიდი საქმე და წარმატება. თავის ქვეყნის კულტურის გატანა არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა. ის, რაც იყო ადრე – მხოლოდ მევენახეობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ და სად ჩაგებარებინათ ყურძენი, დღეს ეს უკვე ნამდვილი მეღვინეობაა. ეს არის ძირითადად კერძო საქმე. სახელმწიფო სწორ როლს თამაშობს, დაეხმაროს ამ დარგს ნაკლები სუბსიდირებით. ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამ საქმეში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი. მთავარი წამყვანი როლი კერძო სექტორია. ამ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული ეკონომიკა და თქვენ ხართ ძლიერი ჯარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეღვინეობა ის დარგია, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ახალგაზრდა მეღვინეებს, რადგან ამ ქვეყანაში ეს არის დარგი, რომელიც უკვე წარმატებულია და ბევრი მოუტანა საქართველოს, რეგიონებს. წარმოგვიდგინეს მაგალითი, რომ წარმატება და განვითარება რეგიონებიდანაც შეიძლება მოდიოდეს და ეს ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში ქალები და ძალიან წარმატებული ახალგაზრდები არიან. წარმოდგენილია ყველა ახალი მიმართულება, თუნდაც ბიოპროდუქცია. მგონი, მაგალითი, რასაც მეღვინეობა აძლევს საქართველოს ეკონომიკას, არის ის, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ამ გზით ბევრი სხვა დარგი განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ბევრი რესურსი და გვჭირდება ხედვა, სტრატეგია და განვითარება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას, მევენახეებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და მეუფე დავითი ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.