არჩევნები
მესხი: საუბნო კომისიის წევრის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობაზე მოკვლევა მიმდინარეობს
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, საუბნო კომისიის წევრის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობაზე მოკვლევა მიმდინარეობს. საუბარია მეცხრე საარჩევნო უბნის წევრზე ირინა კარტოზიაზე.

„ჩვენთან არის შემოსული საჩივარი ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მოკვლევა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მესხმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ. საუბარია ირინა კარტოზიაზე, ნინო კვარაცხელიასა და ლამარა თევზაძეზე. წითლიძის მტკიცებით, აღნიშნული ქმედება საარჩევნო კოდექსის დარღვევაა, რადგან კანონმდებლობით კომისიის წევრს ნებისმიერ აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის კლიპში საუბნო საარჩევნო ოლქების კომისიის წევრების მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის. შტაბში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ირინა კარტოზია და ლამარა თევზაძე 12 და 13 ნოემბერს გადაიღეს, როდესაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. რაც შეეხება ნინო კვარაცხელიას, მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საუბნო კომისიის წევრი აღარ არის და უბნის დატოვების შესახებ განცხადება პირველი ტურის დასრულების შემდეგ დაწერა.


ამავე თემაზე:

„ქართული ოცნება“: საუბნო კომისიის წევრების სააგიტაციო კლიპში მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.