არჩევნები
გიორგი შენგელია: „წელს ზუგდიდში 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს” ®️
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, დევნილთა საჭიროებებს გაეცნო. ასევე, ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

გიორგი შენგელია ასევე, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი დამატებით 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა დაიწყება.

"მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს, 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. აქ მცხოვრებ დევნილებს წარედგინათ ის განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, ჯანდაცვის კუთხით დახმარებისთვის და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულნი შესაბამის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციაში, რათა მოხდეს გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში, 2013 წლიდან დღემდე ბინა 900 მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, პროგრამა "სოფლად სახლის" ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით 459 დევნილ ოჯახს გადაეცა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
10 / მაისი 2024
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კვლავ შეიკრიბნენ "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
10 / მაისი 2024
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად,
10 / მაისი 2024
გალში სავაჭრო ობიექტის და ერთი - ერთი აფთიაქის შემოწმების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, გამოავლინეს პროდუქცია, რომელიც „აფხაზეთში საბაჟო წესების დარღვევით" შევიდა წერს „გალმედია“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.