არჩევნები
გიორგი შენგელია სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა ®️
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

გიორგი შენგელიამ სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს ის პროექტები და გეგმები გააცნო, რომლებსაც მისი მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განახორციელებს.

"დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხდით სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს, სადაც, 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი გაზიფიცირებულია, ნაწილის გაზიფიცირება კი უახლოეს პერიოდში მოხდება. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათთვის განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. სრულიად უფასოდ მოხდება გაზიფიცირება და ამ ჩასახლების ყველა დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირით ისარგებლებს. ასევე, სოფელ ოქტომბერში იგება თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლისთვის. მოსახლეობასთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საჭიროებებზე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას. სტიქიამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით კი პრობლემა ოპერატიულად მოვაგვარეთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
10 / მაისი 2024
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კვლავ შეიკრიბნენ "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
10 / მაისი 2024
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად,
10 / მაისი 2024
გალში სავაჭრო ობიექტის და ერთი - ერთი აფთიაქის შემოწმების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, გამოავლინეს პროდუქცია, რომელიც „აფხაზეთში საბაჟო წესების დარღვევით" შევიდა წერს „გალმედია“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.