არჩევნები
გიორგი შენგელია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ®️
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ანაკლიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

პრაქტიკულად დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტისღირებულება 10 188 800 ლარია.

პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი, მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაონიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. უკვე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საპროექტო სამუშაოები.დაგეგმილია 17 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა.

2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მიერ 18,448,942 ლარით ფინანსდება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.

,,წელს ანაკლია-განმუხურში, საზაფხულო სეზონს, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და მიმზიდველი ტურისტული გარემოთი ვხვდებით. ანაკლია-განმუხურში ჩასულ ტურისტებს სრულად განახლებული სანაპირო ზოლი, ინფარსტრუქტურა, მინი სტადიონები, რეაბილიტირებული ხიდი, ამფითეატრი და რესტორანი დახვდებათ. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია” – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.