აქტუალური თემები
ძმის მიერ მოკლული მამაკაცი პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ყოფილი სასტურმო „ოდიშის“ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, წუხელ მოკლული 34 წლის მამაკაცი პროზექტურიდან გადაასვენეს.
სწორედ აქ ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი პირი, რომელიც, შს სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარმა ძმამ ცივი იარაღით მოკლა. უწყება დანაშაულის მოტივად წარსულში უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს, თუმცა ოჯახის ახლობლები ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

„შეხლა-შემოხლა მოუვიდათო, თქვეს, მაგრამ რა მოხდა არ ვიცით. მანამდე კონფლიქტის შესახებაც არაფერი გამიგია. მშობლები აფხაზეთში ცხოვრობენ, თვითონ გერმანიაში მუშაობდა“, - ამბობს ბიძა ვახტანგ წურწუმია.

მისივე თქმით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთ სოფელში აიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საავამდყოფოში მიყვანისას მამაკაცი, რომელსაც გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა წუხელ ზუგდიდში, ე.წ. ახალ სასაფლაოზე მოხდა.
დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. შს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
Print Email
FaceBook Twitter
ანაკლიის პორტის პროექტის და ქალაქ ანაკლიის შემდგომ ბედზე საუბრისას, პოლიტიკური მოძრაობის „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა,
პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი.
დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის'' ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება. ასევე, შესრულდება წყლის კურთხევის რიტუალი. მსახურების ბოლოს
ndi-ის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პოლიტიკოსების მიმართ, ყველაზე უარყოფითი შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბისშვილს აქვს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს. გამოკითხულთა უმრავლესობამ მიხეილ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი დადებითად აფასებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / იანვარი 2020
ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-მა საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან გამარტივებული წესით ჯამურად 145 966 ლარის ღირებულების საწვავი
27 / იანვარი 2020
ფოთში 4 იანვარს დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა მისი ცხედარი პალიასტომის ტბაში ნახეს.
27 / იანვარი 2020
მესტიაში საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი ტურისტების სიმცირეზე საუბრობს. მათი თქმით, გასულ წლებში დამსვენებლების ნაკადი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიმდინარე სეზონზე.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.