რადიო ,,ათინათი'' აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელფასი: შეთანხმებით.
მის: რუსთაველის ქ #94
მოთხოვნები:
** ასაკი: 17 წელს ზემოთ (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
** სასურველია უმაღლესი განათლება (არააუცილებელი)
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი).
სამუშაოს დეტალური აღწერა:
** სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
** მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
** ყოველდღიურად უკავშირდება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
** ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
** წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას შესაბამისად.
** სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
** უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
** იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
** აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან უფასო ტრენინგებს.
მასალის გამოყენების პირობები