კულტურა
დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება შედგება
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება შედგება. 
დაჯილდოების ცერემონიალზე 10 ნომინაციის მიხედვით გამარჯვებული წიგნებისა და ავტორების ვინაობა გახდება ცნობილი. 
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "საბას" ისტორიაში ეს იქნება დაჯილდოების ყველაზე მასშტაბური ცერემონია, რომელზეც სპეციალურად "საბასთვის" შექმნილი მუსიკალურ-ლიტერატურული პროექტის "ეპოქის ხმები" პრემიერა შედგება. 
"სპეციალურად ამ დღისთვის ხუთმა თანამედროვე კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა "ოქროს ფონდიდან" ამოღებული პოეტების აუდიო ჩანაწერებზე, მუსიკალურ ნაწარმოებებს მოერგო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია და დავით მაჭავარიანის მხატვრობა", - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა. მუსიკალური ხელმძღვანელი - მიხეილ მდინარაძე. 
პროექტში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ორკესტრი და საბალეტო დასი მონაწილეობს. 
"ეპოქის ხმები" "თიბისი ბანკის" ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით შეიქმნა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.