კულტურა
ირაკლმა ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, ნიუ-იორკში ქართული ფილმების ფესტივალი გახსნა
„აღმოვაჩინოთ ქართული კინემატოგრაფია" - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლმა ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების ფესტივალი გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქართული კინოს ტრადიციებზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ფესტივალი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ქართული კინო მიმზიდველია მთელი მსოფლიოსთვის. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ ქართული კინოს ტრადიციებით. უკვე საუკუნეა, ძლიერ და უმშვენიერეს ფილმებს ვქმნით. კინო ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული ფილმი ზედმიწევნით ასახავს ქართულ რეალობას. ის საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების პარალელურად განვითარდა... ჩვენი მიზანია ქართული კინოს წარსული დიდების აღორძინება და ახალი მიმართულებების ძიება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას და ძალისხმევას არ დაიშურებს ქართული კინოსა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე მიემგზავრებოდა და კინოჩვენება დროზე ადრე დატოვა. რეტროსპექტივა MoMa-ში გაიხსნა ნიკოლოზ შენგელაიას უხმო ფილმით - „ელისო". ჩვენებას პრემიერ-მინისტრთან ერთად გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფ საქართველოს დელეგაცია დაესწრო. ქართული კინოს ფესტივალის ფარგლებში 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება მოეწყობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.