კულტურა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი ლედის პატრონაჟით იმართება
საქართველოს პირველი ლედი თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას დაესწრო. კინოთეატრში “ამირანი” ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმის “პრეზიდენტი” ჩვენება გაიმართა. ფილმში, რომელიც ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუთეთესოდ აღიარეს და მთავარი პრიზი, “ოქროს ჰუგო” დაიმსახურა, 50-მდე ქართველი მსახიობი მონაწილეობს და ის საქართველოშია გადაღებული. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო ფილმები როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის პრიზია „ოქროს პრომეთე“, რომლითაც გამარჯვებული ფილმი დაჯილდოვდება. ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფილმების ჩვენების გარდა, იმართება პროფესიული შეხვედრები, დისკუსიები, რომლებიც საქართველოში ამ დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ ფესტივალი ყოველ წელს ირჩევს ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს, რომელსაც მისი მესვეურები კონკრეტულ ფერით გამოხატავენ. წელს ფესტივალი ეკოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება და მწვანე ფერისაა. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 6 დეკემბერს უმბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება“ დასრულდება, პირველი ლედის პატრონაჟით იმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.