კულტურა
ელისო ბოლქვაძე - UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისთვის ტიტულის - "UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის," მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით UNESCO-ს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში და პიანისტი ელისო ბოლქვაძე მიმართავენ. ცერემონიას UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები, პარიზში მცხოვრები ქართველი ხელოვანები და დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე ასევე საფრანგეთში აკრედიტებული ელჩები და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. საფრანგეთის რესპუბლიკაში ცერემონიის დასრულებისთანავე საქართველოს საელჩოს სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძისთვის ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა, განსაკუთრებით კი ფონდ "ლირას" მეშვეობით ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა გახდა. "UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის" კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი ის პიროვნებები არიან, რომლებიც მზად არიან საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის უსასყიდლოდ გამოიყენონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ოჯახში ძალადობის 130 ფაქტი აღირიცხა.
15 / მაისი 2024
დადიანების სასახლე და მასში დავანებული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მუზეუმში დაცულ ჯვარ-ხატებზე და მათზე შესრულებულ წარწერებზე.
15 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. ამავე ცნობით, კახა მურადოვი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქოება და ასევე „აფხაზური“ პასპორტი, გაგრაში 24 აპრილს აიყვანეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.