Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mari.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mari.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mari.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mari.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
გიორგი სიგუა თანამდებობიდან 4 აგვისტოს გათავისუფლდება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუას თანამდებობიდან 4 აგვისტოდან გათავისუფლდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გაცნობებთ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გიორგი სიგუას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სამინისტროს მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, გიორგი სიგუას გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. კერძოდ, 4 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ გიორგი სიგუას მიერ 30 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თითქოსდა არ იყო ინფორმირებული თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება - პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო და ასევე, სამინისტროს მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე გიორგი სიგუასთვის იყო ცნობილი. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს გიორგი სიგუას განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აგვისტოს თვეში არ აპირებს თანამდებობის დატოვებას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო - ამ კომენტარის გაკეთების მომენტისთვის მას მინისტრის სახელზე უკვე დაწერილი ჰქონდა განცხადება 4 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 29 ივლისს დარეგისტრირდა", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.