Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/1407154791.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/1407154791.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/1407154791.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/1407154791.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა მცხეთაში
4 აგვისტოს მცხეთას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ეწვივნენ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე, კერძო მესაკუთრის ნაკვეთში სამშენებლო სამუშაოებისას აღმოჩენილი სამარხების არქეოლოგიური კვლევისას არქეოლოგები უნიკალურ მასალას წააწყდნენ. აღმოჩენილია ოქროს საკიდები, ბეჭდები, საკინძები და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VIII-ს (1025-1028 წწ.) ოქროს მონეტა, რომელიც ადასტურებს, რომ ფიქრის გორის სამაროვანზე მცხეთის მოსახლეობას არა მარტო IV-VI, არამედ - შუა საუკუნეებშიც კრძალავდნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად განიხილავს საკითხს, რომ მოპოვებულ არტეფაქტებს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ფართო საზოგადოება უახლეს მონაპოვარს შემოდგომაზე თბილისში იხილავს. აგვისტოს ბოლომდე გადაწყდება და დადასტურდება, თუ რომელ სივრცეში გამოიფინება ახალი მასალები. საბოლოოდ კი, აღნიშნული ნივთები ექსპონირებული იქნება მცხეთის ახალ მუზეუმში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად განიხილა მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის საკითხი, რომლის პროექტიც წლის ბოლომდე დასრულდება. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა სამომავლოდ აღნიშნულ მუზეუმში განთავსდება. უნიკალური სამარხი 2014 წლის ივლისში მცხეთაში, კერძო მესაკუთრის ნაკვეთში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოჩნდა. კანონის გათვალისწინებით, სამუშაოები შეჩერდა და ტერიტორიის შესწავლას არქეოლოგები შეუდგნენ. მათ საკვლევ ტერიტორიაზე შეისწავლეს ადრეული შუა საუკუნეების სამაროვანი, სადაც ხუთი ტიპის სამარხი გამოიკვეთა: ორმოსამარხი, თიხის ფილასამარხი, ქვატეხილებითა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები სამარხი, ქვის კვადრებით ნაგები სამარხი და ქვის ფილებით შედგენილი სამარხები. აქ უმნიშვნელოვანესი სწორედ ქვასამარხებია. აქ გვხვდება როგორც საოჯახო, ასევე - ინდივიდუალური სამარხები და მიცვალებულები უმეტესად ქრისტიანული წესით არიან დაკრძალული. სამარხების არტეფაქტები ტიპურია იმ მასალებისა, რომელიც მცხეთის სხვადასხვა სამაროვანზე სხვადასხვა პერიოდშია გამოვლენილი. კერძო მესაკუთრის ნაკვეთში ახალაღმოჩენილი ოქროს ნივთების გარდა, ასევე, ნაპოვნია საკინძები, ფიბულები, სანელსაცხებლეები და სხვადასხვა მასალით დამზადებული ბეჭდები და მძივები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.