Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/sergenko.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/sergenko.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/sergenko.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/sergenko.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
დავით სერგეენკო - წამლების შესაძლო გაძვირებაზე მღელვარება აფთიაქების მიერ დაგზავნილმა სმს-ებმა გამოიწვია
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების რეცეპტით გაყიდვის გამო ე.წ. შავი ბაზრის სტიმულირებას გამორიცხავს. "არ არსებობს არანაირი ტრაგედია. ტრაგედია არის ის, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ექიმის ნდობა და მიიჩნევს, რომ თავად შეუძლია მოუაროს თავის თავს. ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, ეს არის. რაც შეეხება შავი ბაზრის სტიმულირებას, ამით ეს რისკი არ იქმნება", - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ. მისივე განმარტებით, ექიმის დანიშნულების გარეშე რიგი პრეპარატების დამოუკიდებელი მიღება ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. "ოჯახის ექიმთან მისვლა შეუზღუდავია და უფინანსდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასე, რომ ამ კუთხით მათ არანაირი დისკომფორტი არ ექნებათ. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების შესაძლო გაზრდას, ამ კუთხით მოსახლეობის გაძლიერებული მღელვარება გამოიწვია იმ სმს-ებმა, რომელიც მოსახლეობას ზოგიერთმა აფთიაქმა დაუგზავნა. გარწმუნებთ, რომ არც ამ კუთხით არსებობს პანიკის არავითარი საფუძველი"', - განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი თავისუფლად გაიყიდება, რომელთა შორისაც არის სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული პრეპარატები და ა.შ. გუშინ მოქალაქეებმა სხვადასხვა აფთიაქებისგან სმს შეტყობინება მიიღეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1 სექტემბრიდან წამლების რეცეპტებით გაცემა იწყება და ამის გამო მედიკამენტები მოიმარაგონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.