Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/yolbaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/yolbaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/yolbaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/yolbaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 22 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც ჟურნალისტებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში მარადჟამს იქნება. "დღევანდელი დღე არის დღე რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება მარადჟამს. ეს დღე დარჩება არა მარტო იმიტომ, რომ ის აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია, არამედ იმიტომ რომ ჩვენ მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ. დღევანდელი დღე უნდა იყოს ათვლის წერტილი იმ მშვიდობის გზაზე, რა გზაზეც დადის საქართველო. ომი არავის არ უნდა და ჩვენ უნდა ვიაროთ მშვიდობის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ გზით გამარჯვებას მიაღწევს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე", - განაცხადა ყოლბაიამ. გმირთა მემორიალთან ომში დაღუპული გმირების დედები და აფხაზეთიდან დევნილებიც იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" დევნილმა მაყვალა ფხაკაძემ განუცხადა, ერთადერთი სურვილი რაც აქვს, ეს საქართველოს გაერთიანებაა. "14 აგვისტო ძალიან მძიმე დღეა. 14 აგვისტოს უნდა მომხდარიყო მრავალათასიანი მიტინგი ლეგიტიმიური მთავრობის მხარდასაჭერად, მაგრამ აფხაზეთის გგვარდიამ სნაიპერების მეშვეობით ცეცხლი გაუხსნა ხალხს, წამოვიდნენ ტანკები. საშინელება მოხდა. მე მინდა ჩემ აფხაზეთში დავბრუნდეთ. ჩვენ, აფხაზები და ქართველები რუსების დავალებით დავუპირისპირდით ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ", - განაცხადა მაყვალა ფხაკაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.