Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gigiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gigiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gigiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gigiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
გიგი უგულავა - სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებზე ახლა ვიმყოფები
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ბრალდებას ე.წ. მატროსოვის ციხიდან ეხმაურება. უგულავა ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომი პროცედურების ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს. "პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მე სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებს ვიტარებდი, არის სრული სიცრუე და წარმოადგენს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგონილ ტყუილს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე როგორც შხამი ედება ჩვენს ქვეყანას. ივანიშვილის პროკურატურა უკვე დაეჩვია ნახევრად სიმართლის სიმართლედ და დაუჯერებელი ტყუილებით იაფფასიანი პროპაგანდის წარმოებას. ეს სიცრუე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაავრცელეს მაშინდელმა დეპუტატებმა და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ქ-ნ ირინა იმერლიშვილმა. მე მას მაშინვე ვუპასუხე, რომ საბუთებში, რომელიც მან ააფრიალა იყო რამოდენიმე უზუსტობა, კერძოდ ჩემი სახელის და გვარის ქვემოთ მითთებული იყო ა.შ.შ მისამართი, ასევე საერთოდ სხვა პირების გვარები. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მე მართლაც ჩავედი სტუმრად, ერთ ან ორი ღამით, პრეზიდენტთან რადგან, ინზბურკში რამოდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან შეხვედრა იგეგმებოდა. მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდით შემიძლია ვინმსჯელო მთლიანად ამ ბრალის შემადგენლობაზე და სამართლიანობაზე. ასე რომ, ქვითრების ქექვით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული. მას ჯერ კიდევ პრემიერობისას სტრასბურგში მიღებაზე დავით ბაქრაძესთან და თინათინ ბოკუჩავასთან საუბრისას წამოცდა. (ეს შეხვედრა და მისი შინაარსი მან გადაცემა პოზიციაშიც ახსნა). სრულიად ცალსახაა, რომ ივანიშვილის სანახაობა გაცვდა, პური ხალხს შემოაკლდა, ხოლო ეს ჟანრის კრიზისი, სამწუხაროდ, ქვეყნის კრიზისს მოასწავებს. ქვეყნის ხელისუფლება კი ამასობაში ,,ნეტარყუჩობითაა"" დაკავებული. პ.ს სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებზე სწორედ ახლა ვიმყოფები. ნამდვილად ვაპირებ ტყვეობის პერიოდი, მათ შორის წონის დაკლებისთვის გამოვიყენო. გარკვეული წარმატებები უკვე მაქვს კიდეც ამ მიმართულებით. შეგიძლიათ დანახარჯი ქვითრები სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტში მოიპოვოთ", - ნათქვამია უგულავას განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.