საზოგადოება
გაეროს ქალთა ინიციატივით ზუგდიდის გამგეობაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის „ ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთის“ ფარგლებში „ერთი ფანჯრის“ პრონციპით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობის და დევნილთა და განსახლების სამინისტრო წარმომადგენლები. ზემოაღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახელეობის პრობლემების განხილვასა და ადგილზე გადაწყვეტას. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდენილი იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილების 10 შემთხვევა, რომლებიც თავად ბენეფიციარებმა წარმოადგინეს. აფხაზეტიდან დევნილი მზია ყალიჩავამ შეხვედრაზე თქვა, რომ ის შვილთან და მცირე წლოვან შვილიშვილთან ერთად 15 კვადრატულ მეტრ ფართში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. „ვცხოვრობთ სხვის ბოსელში, ბოსელიში, რომელიც ცელოფანით არის გადახურული. ვის არ მივმარტეთ, მაგრამ პასუხი არვისგან მიმიღია. ვითხოვთ საცხოვრებელ ფართს“, - ამბობს მზია ყალიჩავა. მზია ყალიჩავას განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ ისინი მისი საცხოვრებელ პირობების შესწავლიან და შესაბამისი დასკვნის შემდეგ მოხდება მისი ბინით უზრუნველყოფა. დღევანდელ შეხვედრაზე ბენეფიციარებმა გარდა, მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, ისაუბრეს ასევე განათლებისა და ჯანსდაცვის პრობლემაზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერის თამარ თავართქილაძის თქმით, როგორც ადგილობრივი ასევე, დევნილი მოსახლებიისთვის ყველაზე რთულად მოსაგვარებელ საკითხად დღემდე განსახლების პრობლემა რჩება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.