საზოგადოება
ლევან იზორია არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება "სპეციალური საპოლიციო კონტროლი"
შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. რეიდების შედეგები ძალიან კარგია და საზოგადოება პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს. 
ამის შესახებ ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიციელები სპეციალურ საპოლიციო კონტროლს მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ. 
"ეს არ არის რეიდები, როგორც საბჭოთა რეალობისთვის იყო ცნობილი, არ არის 20 წლის განმავლობაში ძველ პოლიციის შესახებ კანონში ჩარჩენილი რეგულაცია. ეს არის სრულიად ახალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ რეგულაციის შემოღების დროს ხანგრძლივი დებატები გვქონდა პარლამენტში, რათა მომხდარიყო ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა. ეს ღონისძიება ემსახურება პრევენციულ ღონისძიებებს მიმართულს მოქალაქეთა დაცვის მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა. პოლიციელები ამ ღონისძიებას მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ", - განაცხადა ლევან იზორიამ. 
მისივე თქმით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც სტატისტიკური მონაცემები დაჯამების შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი. რაც შეეხება, იმას იყვნენ თუ არა შესაბამისად მომზადებული პოლიციელები, იზორია აცხადებს, რომ მინისტრის ბრძანებით სპეციალური საპოლიციო კონტროლის კანონიერი განხორციელების კონტროლი დავალებული აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.  "ყველა ფაქტი შესწავლილი იქნება, რომელიც სამართალდარღვევას ავლენს. როგორც კი ახალი კანონი მივიღეთ, რამდენიმე თვე გაგრძელდა პრაქტიკული შესწავლა კანონის, რომ პოლიციელებს მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. მათ დიდი ხანია რაც ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ერთია, რომ პოლიციელმა იცის რა ფარგლებში მოქმედებს, მეორეა, მოქალაქემაც იცოდეს რა ფარგლებში აქვს პოლიციელს მოქმედების საფუძველი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს აქვს პრეტენზია, არ იცის, რომ პოლიციელს ამ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული დათვალიერების და შემოწმების უფლება აქვს. ჩხრეკის უფლება კი აქვს მაშინ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი წარმოიშობა. დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში მოქალაქემ არ იცის პოლიციელის კანონიერი უფლების შესახებ და სასურველია გაეცნოს", - განაცხადა იზორიამ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.