საზოგადოება
საქართველოს მორიგი წარმატება ევროპაში
Monde Selection არის ხარისხის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ამ დროიდან მოყოლებული იგი ადგენს და აფასებს ისეთი პროდუქტის ხარისხის/კრიტერიუმებს , როგორიცაა: ღვინო, მაღალ ალკოჰოლური სასმელები, ლიქიორები, ლუდი, წყალი, გამაგრილებელი და არაალკოჰოლური სასმელები, საკვები პროდუქტები, დიეტური და ჯანმრთელობის პროდუქტები, კოსმეტიკა და თამბაქო. პროდუქტის შემოწმება ამ კონკურსზე ორი მიმართულებით ხდება:ორგანოლეპტიკურად ანუ გემური თვისებების მიხედვით და ფიზიკო-ქიმიური ანალიზებით, რაც გულისხმობს პროდუქტის შემადგენლობისა და ეტიკეტის შესაბამისობის დადგენას. ობიექტური ჟიურის შემადგენლობაში 70 პროფესიონალია გაერთიანებული. 2014 წელს კონკურსის ფარგლებში 88 ქვეყნის სხვადასხვა კატეგორიის 3163 პროდუქტი. მათ შორის, საქართველოდან წარდგენილი იყო ლუდი „ნატახტარი“, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიალი ბორდოში გაიმართა. Monde Selection-ის ოქროს მედალი არის დასტური რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, ქართული ბრენდი, საერთაშორისო ხარისხის ინსტიტუტის მიერ აღიარებულია და მას ამაყად უკავია პოზიცია ევროპისა თუ მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს შორის. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს საამაყო ფაქტია. პირადად ჩემთვის ორმაგად საამაყოა ლუდი „ნატახტარის“ აღიარება, რადგან მის შექმნაში დიდ გუნდთან ერთად მეც მაქვს მოკრძალებული წვლილი შეტანილი და ყოველთვის სასიამოვნოა იმის დასტურის მიღება რომ რასაც აკეთებ, აკეთებ სწორად და ხარისხიანად. - ამბობს კომპანია „ნატახტარის“ ტექნიკური დირექტორი, გიორგი ქოქიაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.