საზოგადოება
ბაჩო ახალაია - ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა
ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გამიქრა, - ამის შესახებ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბაჩო ახალაიამ განაცხადა. 
როგორც სასამართლო პროცესზე ახალაიამ განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე "არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა". 
,,მინდა,ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო დიდი გულისტკივილი გამოვხატო. ეს არის დიდი უბედურება. საქართველოზე ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს არ მიუღიათ. ეს არის დიპლომატიურ, კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება და 1000- ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ახალაიამ. 
მისი თქმით, ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ მიუღია. ახალაიას თქმით, რეზოლუციაში მისი სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენებული, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, ევროსაბჭო ხელისუფლებას ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პირდაპირ მოუწოდებს. 
,,მე სულ სხვა პრობლემას ვხედავ. ამ რეზოლუციის მიღებამდე და მიღების შემდეგ არაერთი მკვეთრი განცხადება გაკეთდა. ხელისუფლებას აქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ახალაია უნდა იჯდეს ციხეში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული პუნქტი, რომელიც აღკვეთის შეცვლას ეხება, მარტივად გადაწყვიტოს იმით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს. იქნება არანორმალური ზეწოლის ტალღა, რომელიც სასამართლოზე წამოვა. მე, თუ მოლოდინი მქონდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ რეზოლუციის შემდეგ გამიქრა. ახლა ყველაფერი მოსამართლის გამბედაობაზეა დამოკიდებული და მე თქვენი გამბედაობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - მიმართა ახალაიამ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს. დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულები ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი ესწრებიან. კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა კი მიმალვაში იმყოფება. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.