საზოგადოება
"ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება," - გიორგი ქადაგიძე
"ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება," - ამის შესახებ "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროცესის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მიმდინარე ვითარების შეფასებისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი არის ქვეყანაში არსებული ფინანსური სტაბილურობის გარანტი და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. "ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. სახეზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების კლება. ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი აღმოფხვრილია, პროცესები კი გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც დამახასიათებელია ასეთ სიტუაციაში," - აცხადებს გიორგი ქადაგიძე. "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტი გამოსავალს ეკონომიკურ ზრდაში ხედავს და ამბობს, რომ, თუკი "დავინახავთ ნეგატიურ რისკებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან ინტერვენციებს და გამოვიყენებთ ყველა ფინანსური ინსტრუმენტს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური". ამასთან მან განაცხადა, რომ მთავრობისგან მიიღო პირობა, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარის მასა ბაზარზე არ გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს. "ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ პროცესებს და იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ დავინახავთ გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინს და რისკებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან ინტერვენციებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით," - აცხადებს ქადაგიძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.