საზოგადოება
რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა
ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტებისა თუ საახალწლო აქსესუარების შეძენას უკავშირდება. ყველა, ქართული ტრადიციების დამცველი თუ უბრალოდ, დღესასწაულების მოყვარული, ცდილობს სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაგეგმოს და ახალ წელს, შეძლებისდაგვარად, ბარაქიანი სუფრით შეხვდეს. Bpn.ge დაინტერესდა, რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის და როგორია ბაზარზე არსებული ფასები.

Bpn.ge-მ გამოკითხვა 15 დეკემბერს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, გამოკითხვაში სულ 185- მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 40, 5 % საახალწლო სამზადისისთვის 500 ლარის და მეტის დახარჯვას გეგმავს, მაშინ როცა გამოკითხულთა 25, 4 % 300-დან 500 ლარამდე დახარჯავს. 16,8 % -ს 100 -დან 300 ლარამდე თანხა აქვს საახალწლო სამზადისისთვის გამოყოფილი, 17,3% კი 0-დან 100 ლარის ოდენობის თანხას დახარჯავს. მიუხედავად იმისა, თუ რა თანხას დახარჯავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის, ბაზარზე არსებული პროდუქტისა და საახალწლო აქსესუარების ფასების შესახებ ინფორმაცია ყველას აინტერესებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა დაჯდება არსებული ფასებით საახაწლო სუფრა.

სადღესასწაულო განწყობის მახარობელის, საშობაო ნაძვის ხის ფასი ბაზრობებზე 4 ლარიდან იწყება და 450 ლარს აღწევს. ბაზრებს ყველაზე მეტად, ახალი წლის მოახლოება ნაძვის ხეების სიმრავლით ემჩნევა. გამყიდველთა თქმით, მყიდველიც აქტიურობს. რაც შეეხება პროდუქტებს, ყველაზე პოპულარული საახალწლო კერძის, საცივის მთავარი ”ინგრედიენტი”, ინდაური ჯერ ბაზარზე შემოტანილი არ არის, მაგრამ გამყიდველები პროგნოზირებენ, რომ მისი ფასი 50 ლარიდან დაიწყება. 1კგ. ნიგვზის ფასი 18 ლარიდან იწყება და 25 ლარს აღწევს. როგორც გამყიდვლები აღნიშნავენ, წელს კაკლის ძალიან მწირი მოსავალი იყო და ნიგვზის ფასმაც ამიტომ მოიმატა. შესაბამისად, წელს საახალწლოდ საცივის მომზადება საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება.

არსებული ფასებით 1 კილოგრამი ქათამი ბაზრებსა და ბაზრობებზე 4,50 ლარიდან იწყება. თევზი სახეობების მიხედვით 1 კილოგრამი 2-8 ლარი ღირს. იმერულ ყველს 1 კილოგრამს მომხმარებელი 7,50-8 ლარად შეიძენს. 1 კილოგრამი ღორის ხორცი 11 ლარი ღირს, საქონლის - 12 ლარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მომუშავე გამყიდველების თქმით, ჯერ მომხმარებლის აქტიურობა არ იგრძნობა. ეს განსაკუთრებით, მალფუჭებად პროდუქტებს ეხება. მყიდველების აქტიურობის მთავარ ტალღას 25-26 დეკემბრიდან ელიან.

რაც შეეხება საახალწლო ტკბილეულს,  ხურმისა და კარალიოკის ჩირი, 1 კილოგრამი საშუალოდ 7ლარი ღირს, ერთი ცალი ჩურჩხელას ფასი კი 1,50 - 3 ლარის ფარგლებში მერყეობს. 1 კილოგრამი თაფლის ფასი, დაახლოებით, 16 ლარია.

საახალწლო სუფრის ”მეფე” - გოჭი, ინდაურის მსგავსად, ჯერჯერობით ბაზარზე გასაყიდად არ გამოუტანიათ, მაგრამ გამყიდველები ვარაუდობენ, რომ წელს გოჭის ფასი 100 ლარიდან დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მაისი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის მრევლსა და საზოგადოების სხვა წევრებს მიმართავს.
12 / მაისი 2024
შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა.
11 / მაისი 2024
ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.