საზოგადოება
საქართველოს უმეტეს რაიონებში ყინვებია მოსალოდნელი
8-10 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით ყინვებია მოსალოდნელი.  გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განაცხადა, რომ  7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. ითოვებს თბილისშიც.  ამასთან, 7-8 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი იქროლებს. კერძოდ, 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი - 20-25 მეტრი წამში; მაღალ მთაში იქნება ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე - ზვავსაშიშროება. 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოთოვს, მათ შორის - თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება. 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თოვა შეწყდება.  9-10 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით - 15;-10; მაღალმთაში ღამით -23; -18 გრადუსი. 
თბილისში, 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება, 10 იანვარს კი ღამით -6 გრადუსი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ზუგდიდში, ხვალ, 13:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები წარუძღვებიან.
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
16 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკიდან, 16:00 საათზე, დედები, შვილებთან ერთად, მარშს სახელწოდებით "დედები რუსული კანონის წინააღმდეგ" გამართავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.