საზოგადოება
ხვალიდან გარემოს დაბიძნურებაზე ჯარიმა ამოქმედდება
15 იანვრიდან „ნარჩენების მართვის კოდესში" ცვლილებები შევა და გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები და სანქციებიც მაქსიმალურად გამკაცრდება. ცნობილია, რომ ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 1500 ლარით განისაზღვრება. მოქალაქე 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისთვის 80 ლარით დაჯარიმდება. საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩადენილი იგივე ქმედება კი მძღოლს 120 ლარიან ჯარიმას დააკისრებს. საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება დამრღვევ პირს 120 ლარით დააჯარიმებს. რაც შეეხება საბურავებს, ველოსიპედის საბურავის გარდა, ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება 150 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხუთ ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით დანაგვიანება კი 500 ლარის გადახდით დაისჯება. 2 კგ-მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება პირის 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება კი ფიზიკურ პირს 150, იურიდიულს კი 500 ლარიანი ჯარიმას დააკისრებს. ხოლო 1 კვ.მ-ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ფიზიკურ პირს - 300 ლარით, იურიდიულ პირს კი 1000 ლარით დააჯარიმებს. დიდი მოცულობის ნარჩენებით, (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობებით) გარემოს დანაგვიანების გამო ფიზიკური პირი - 500, იურიდიული კი 1500 ლარით დაჯარიმდება. 1 მ3-მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო ფიზიკური პირი 200, იურიდიული - 500 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედება 1მ3 ან მეტი მოცულობით ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარით, იურიდიულის კი 1500 ლარით დაჯარიმდება. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება (ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვლის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას) 50 ლარით დაჯარიმდება. ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ-მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება კი ფიზიკურ პირს - 150 ლარით, იურიდიულს კი - 500 ლარით დააჯარიმებს. ხოლო თუ გარემო ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ ან მეტი ოდენობით დაბინძურდება ჯარიმის ოდენობაც გაორმაგდება. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში პირის 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების, (მათ შორის საბურავების, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში პირს 500 ლარიან ჯარიმას დააკისრებს. სახიფათო ნარჩენების ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში ან ზედაპირულ ან მიწიქვეშა წყლებში ფიზიკურ პირს 400 ლარით, იურიდიულს კი 1000 ლარით დააჯარიმებს. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ტიპის ქმედება, ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ ფიზიკურ პირს - 400 ლარით, იურიდიულს - 1000 ლარით დააჯარიმებს. არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურების გამო ფიზიკური პირი 200 ლარით, იურიდიული კი 400 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას ან დაბინძურებას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი - 350 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 800 ლარით დაჯარიმდება. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება, სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ ფიზიკურ პირს-500, იურიდიულს კი 1500 ლარით დააჯარიმებს. 20კგ-ზე ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე - ფიზიკური პირი-200, ხოლო იურიდიული 300 ლარით დაჯარიმდება. 20კგ-ზე მეტი ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის 550; იურიდიულის კი 1500 ლარით დაჯარიმებას. მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მიერ ნარჩენების მართვის გეგემის მიუწოდებლობის გამო ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან, კომპანიის მიერ ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა კი მათ 250 ლარით დააჯარიმებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.