საზოგადოება
ომბუდსმენის 154 რეკომენდაციიდან 35 შესრულდა
სახალხო დამცველის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ სრულება.  უჩა ნანუაშვილმა გასულ წელს, საერთო ჯამში, სხვადასხვა უწყებებსა და ცენტრალურ მთავრობას სულ 154 რეკომენდაცია წარუდგინა, საიდანაც მხოლოდ 35 შესრულდა. სახალხო დამცველის თქმით, ყველაზე მეტი რეკომენდაცია და შენიშვნა მთავარ პროკურატურას გაეგზავნა და მათი უმეტესობა გამოძიების დაწყებისას სხვადასხვა დარღვევას, არასათანადო მოპყრობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხებოდა. „არის რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა. მაგალითად, იყო რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომელიც ეხებოდა გამოძიების დაწყებას. რიგ შემთხვევებში გამოძიება დაიწყო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. პრეზენტაციას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, კახა კახიშვილი, ესწრებოდა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტები გასაკვირი არ არის. სწორედ ამიტომ, უწყების მოვალეობა და ამოცანაა, მოხდეს ფაქტის დაფიქსირება, გამოძიება და რეაგირება. სახალხო დამცველის რეკომენდაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაეცნობა, რის შემდეგად შესაბამის უწყებებს კონკრეტულ პრობლემებზე განმარტებების გაკეთება მოუწევთ. „თებერვალში დავიწყებთ უკვე ოფიციალურად მოსმენას ყველა უწყების მხრიდან, რა რეკომენდაცია შესრულდა, რა ვერ შესრულდა და რატომ ვერ შესრულდა.  ამ ანალიზის შემდეგ უკვე მივიღებთ შესაბამის ზომებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.