საზოგადოება
საქართველო ჰაერის დაბინძურების მიხედვით პირველ ადგილზეა
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.

ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.

ამავე ანგარიშში მოყვანილი ცხრილის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

ამერიკულ საინფორმაციო პორტალ www.vox.com-თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ საქართველოს პირველი ადგილი სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო უკავია.

"საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არასაკმარისად არის განვითარებული, შედეგად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაადგილებისთვის მეტწილად პირად ავტომობილებს იყენებს. 

მანქანების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოტანილი მეორადი ავტომობილია, დიზელზე მომუშავე მანქანები საქართველოში ძალიან პოპულარულია.

გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების ვარგისიანობის შემოწმების სისტემა, რის შედეგადაც მანქანების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია ", – ნათქვამია სტატიაში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში 1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
21 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება გამოცხადდა სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.