პენსიები დღეიდან გაიზრდება
პენსიების ზრდის პროცესი დღეიდან დაიწყო და მოიცავს რამდენიმე
მიმართულებას,- ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს.
მისი თქმით, 1 ივლისიდან პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს
გაეზრდებათ, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის - ბავშვებს.
მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, გახდება 180 ლარი.
სულ ცვლილებები შეეხება 35000- მდე ადამიანს.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე, 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის - პენსია გაიზრდება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბირდან მთის კანონთან დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20 პროცენტით გაეზრდებათ და ჯამში 216 ლარი იქნება.
მიმართულებას,- ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე, 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის - პენსია გაიზრდება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბირდან მთის კანონთან დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20 პროცენტით გაეზრდებათ და ჯამში 216 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები