ქართული ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის “ბრავო” ასეული
ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130 სამხედრო მოსამსახურეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ალექსეევკის
აეროპორტში დახვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო ავრცელებს.
”მინდა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით, ვულოცავ მათ სამშობლოში დაბრუნებას და ვუსურვებ წარმატებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მათივე ინფორმაციით, ქართველი სამხედროების დასახვედრად აეროპორტში ასევე მივიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედროები.

მასალის გამოყენების პირობები