სმენადაქვეითებულ ბავშვთა უფლებებზე ზუგდიდში იმსჯელეს (ვიდეო)
რეგიონულ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სხდომათა დარბაზში მათ პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები წარადგინეს.
შეხვედრაში მონაწილეობას სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები იღებდნენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და "ველფეარ ფაუნდეიშენთან" ერთად მას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები "სთეფ ფორვარდი", "თაირისი" და "თანაზიარი" ახორციელებენ.
პროექტის ასოცირებული პარტნიორები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი არიან.
მასალის გამოყენების პირობები