საზოგადოება
ირანელი ფიზიკოსი სიკვდილით დასაჯეს
ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი ირანში სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას  ამის შესახებ მეცნიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათივე განმარტებით, ოფიციალურმა თეირანმა ოჯახის წევრებს ფიზიკოსის ცხედარი უკვე გადასცა. მას ნაიარევი ყელსა და კისერზე ეტყობა.

ირანელი მეცნიერი 2009 წელს მექაში ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ამერიკის დაზვერვის სამსახურს ჰყავდა დაკავებული. ოფიციალურმა ვაშინგტონმა საჰრამ ამირის გაუჩინარების საქმესთან საკუთარი თანამონაწილეობა კატეგორიულად უარყო, თუმცა 2010 წელს ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ იგი დასავლეთში გაიქცა, რათა დაზვერვის სამსახურს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებაში დახმარებოდა.

ამირის გაუჩინარების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთი მეცნიერის გატაცებასა და მისი აშშ-სთვის გადაცემაში დაადანაშაულა. 2010 წელს მეცნიერი ირანში დაბრუნდა, სადაც იგი გმირივით მიიღეს. თუმცა, მოგვიანებით თეთრმა საახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი საკუთარი ნებით ჩავიდა აშშ-ში და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.