რომის პაპი დღეს საქართველოს ეწვევა
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს რამდენიმე საათში თბილისის აეროპორტში პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდებიან.
ავლაბრის რეზიდენციაში კი მარგველაშვილი და ფრანცისკე I 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ. იგი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, კათოლიკური ეკლესიისა და ასურულ-ქალდეური საზოგადოების წარმომადგენლებს.
ხვალ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს. რომის პაპი საქართველოდან 2 ოქტომბერს გაემგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები