პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის
ახალ შემადგენლობას სამშაბათს, 22 ნოემბერს
წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს
მთავრობის ადმინისტარციის პრესსამსახურში აცხადებენ.
"საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მისივე განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს".

მასალის გამოყენების პირობები