სამგზავრო მოძრავ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ხანძართან
დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა"
განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარის მიზეზებს ამ
წუთებში იკვლევენ, მგზავრების ევაკუაცია კი დროულად
მოხდა.
"ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება... ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები