საზოგადოება
ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება საქართველოში და DCFTA“ მხარდაჭერით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულების კვლევის შედეგები განიხილეს.

კერესელიძემ ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი არის პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება.

„ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში ექსპერტებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. დღეს მოვისმინეთ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ყველა სტანდარტზე, მეწარმეებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, იმისათვის, რომ ქართული თაფლი გახდეს ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი და ევროპის ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს“ - განაცხადა მან.

ევროპელმა ექსპერტმა სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგების გააცნო და თაფლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობასა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობს გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის და ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის მნიშვნელობაც განიხილეს.

ქართული თაფლის წარმოება, ექსპორტი და დამაბრკოლებელი ფაქტორები (ვიდეო)

Производство грузинского меда, экспорт и препятствующие факторы (Видео)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.