„აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოს მთავრობამ "აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"
განკარგულება მიიღო. ამის შესახებ სურსათის ეროვნულისააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მოსახლეობისთვის (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) სახელმწიფო საკუთარი სახსრებით განახორციელებს შეწამლვას, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემათ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე სულ 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ცნობისთვის, ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო რეგიონში გასულ წელს გავრცელდა, მან ძირითადად თხილის, მარცვლეულის და ხეხილის მოსავალი გაანადგურა. სპეციალისტების განმარტებით, მწერი საქართველოში სოჭიდან გავრცელდა.
ამავე თემაზე:
სამეგრელოში ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს შეწამლვა მაისში დაიწყება
მასალის გამოყენების პირობები