საზოგადოება
დღეიდან გადაჭარბებული ხმაური იკრძალება
დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. აღნიშნულის შესახებ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მიმდინარე წლის ივნისში შევიდა.

კოდექსის მოქმედ რედაქციაში დღის საათებად - 08.00 საათიდან 23.00 საათამდე, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდია განსაზღვრული.

დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბალს, ღამის საათებში კი 30 დეციბალს. რეგულაციები დაწესდა იმ კაფე-ბარებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული. დღის საათებში ასეთ კაფე-ბარებში ხმაური არ უნდა აჭარბებდეს 50 დეციბალს, ღამის საათებში კი 40 დეციბალს.

ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა კი - ფიზიკური პირის 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში იკრძალება და დასჯადი ხდება პიროტექნიკის (ფოირვერკი) გამოყენებაც.

15 აგვისტოდან ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.

სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში ქმედების ხელმეორედ და ყველა მომდევნო ჩადენა კი - ფიზიკური პირის - 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ხმაური არ იკრძალება ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 საათამდე და 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 23 საათამდე, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.

კანონის აღსრულებას თავიდან საპატრულო პოლიცია მოახედენს. ადგილზე მისული პატრული შეამოწმებს ხმაურის ზომას და თუ ის აჭარბებს დასაშვებ ნორმას, პატრული კანონის დამრღვევს დააჯარიმებს. არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომელიც ხმაურის დონეს ზომავს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიძინოს. ამ კანონის დაცვა საპატრულო პოლიციას 2018 წლის 1-ელ აპრილამდე დაევალება. 2018 წლის 1-ლი აპრილიდან კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.

bpn

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.