დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარიანი ბანკნოტები შევიდა
დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები
შევიდა, რომელიც მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად
იქნება.
განახლებულ ბანკნოტზე წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის
განსხვავებული პორტრეტი. უკანა მხარეს კი - ნიკო ფიროსმანის ტილოები -
"მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო
გერბი.
ბანკნოტზე დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის. განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.
წყარო: bpn

მასალის გამოყენების პირობები