მოსალოდნელი შტორმი, ღვარცოფი და მეწყერი - საქართველოში ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ოთხი დღის
განმავლობაში მთელი ქვეყნის
მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. გარდა ამისა,
მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ქარბუქი და 4-6 ბალიანი შტორმი. ამასთან,
მაღალ მთაში სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ამინდი ხვალ საღამოდან გაუარესდება და ჰაერის სავარაუდო მაქსიმალური ტემპერატურია 6-დან 11 გრადუსამდე იქნება.

მასალის გამოყენების პირობები