ახალი ამბები
მედიაორგანიზაციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დეპუტატებს მიმართავენ
საქართველოში მოქმედი 51 მედიაორგანიზაცია საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს. მედიაორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, რომ აღნიშნულ კანონთან დაკავაშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვენ.

შესაბამის სპეციალურ განცხადებას 51 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორისაა რადიო „ათინათი“. ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. მოგიწოდებთ, პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქცია უქმნის. გთხოვთ, გაიზიაროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ ვეტო. ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი, ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ, დამოუკიდებელ კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე გამორიცხულია. ვფიქრობთ, კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ ორივე სიკეთის დაცვა. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ფართო შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის.

მას ხელს აწერენ:

1. ტელეკომპანია იმედი
2. ტელეკომპანია რუსთავი 2
3. ტვ პალიტრანიუსი
4. რადიო პალიტრა
5. ტვ პირველი
6. BMG ბიზნესმედია ჯორჯია
7. ტელეკომპანია კავკასია
8. ტელეკომპანია იბერია
9. ტელეკომპანია ობიექტივი
10. ტელეკომპანია სტარვიზია
11. რადიო თბილისი
12. რადიო ჰერეთი
13. რადიო კომერსანტი
14. რადიო მაესტრო
15. რადიო ვინილი
16. რადიო ქართული ვინილი
17. ტვ ვინილი
18. რადიო NRJ
19. მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა
20. რადიო მწვანე ტალღა
21. რადიო დარდიმანდი
22. ტვ 25
23. TV ოდიში
24. გურია TV
25. მეცხრე ტალღა
26. TV რიონი
27. რადიო რიონი
28. ტელეკომპანია თრიალეთი
29. ტელეკომპანია გურჯაანი
30. TOK TV
31. რადიო ჰარმონია
32. რადიო ათინათი
33. რადიო ოდიში
34. AB -მაუწყებელთა ალიანსი
35. გაზეთი რეზონანსი
36. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
37. საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო
38. ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“
39. საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge
40. ახალი გაზეთი
41. სამხრეთის კარიბჭე
42. ,,ჩემი იმერეთი”
43. მთავარი სამეგრელო
44. ოკრიბანიუსი
45. გურიანიუსი
46. კახეთის ხმა
47. ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი
48. svanetiinfo.ge
49. გაზეთი პოსტსკრიპტუმი
50. თრიალეთის ექსპრესი
51. კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.