საზოგადოება
ახალი პლატფორმა პეტიციებისთვის
ახალი პლატფორმა პეტიციებისთვის ichange.gov.ge უკვე თვეზე მეტია რაც ამოქმედდა, იგი საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, დაარეგისტრიროს ელექტრონული პეტიცია. მთავრობა კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს, განიხილოს ყველა ის ინიციატივა, რომელიც 30 კალენდარული დღის მანძილზე მოაგროვებს 10 000 ხელმოწერას.

აღნიშნული პორტალი შეიქმნა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. პლატფორმის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება.

პეტიციის ინიცირების შემდეგ, მოდერატორი 10 დღის ვადაში ამოწმებს მას, იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ის ქვეყნდება პორტალზე.

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ახალი შექმნილია, უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე პეტიცია. ერთ-ერთი პირველი პეტიცია, რომელიც საიტზე აიტვირთა, მომზადებულია დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ, ინიციატორი კი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი ზაალ სარაჯიშვილია.



აღნიშნული პეტიცია შეეხება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალააქეებზე პასპორტის გაცემის საფასურს. თუ საქართველოში პასპორტის გაცემის საფასური 100 ლარია, საზღვარგარეთ იგივე საბუთის აღება საქართველოს მოქალაქეებს 130 დოლარი უჯდებათ.

ასოციაციიის პოზიციაა, რომ ფასის ასეთი სხვაობა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება პიროვნება, ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი სახელმწიფოს მხრიდან ერთი და იგივე სერვისის/საბუთის მიღებისას.

„ჩვენი პეტიციის მთავარი მიზანი არ არის პასპორტის გაცემის საფასურის გაიაფება, ჩვენი სურვილია საფასურის გათანაბრება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ვთვლით, რომ უმთავრესი დოკუმენტის მიღებისას საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანაბარი. შესაბამისად შეიძლება გადაისინჯოს, პასპორტის გაცემის საფასური როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით. მთავარია, რომ ეს საფასური იყოს ერთი. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს მოქალაქე, ის უნდა იყოს თანასწორი და უნდა იხდიდეს თანაბარ საფასურს. ასევე ვთვლით, რომ რადგან დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ეროვნული ვალუტის გაძლიერების და გამყარების პოლიტიკა, ეს საფასური უნდა იყოს დაფიქსირებული ლარში. რა თქმა უნდა, ქვეყნების მიხედვით მოხდება ამ თანხის კონვერტაცია ადგილობრივ ვალუტაში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეს უნდა ქონდეს იმის აღქმა, რომ ის საქართველოს მოქალაქის პასპორტში იხდის ეროვნულ ვალუტას.“ აცხადებს პეტიციის ინიციატორი, ზაალ სარაჯიშვილი.როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თემას დიდი გამოხმაურება მოყვა ემიგრანტებში. პასპორტი არის ყველაზე ხშირად მოთხოვნადი საბუთი მათი მხრიდან და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხშირად ოჯახებით იმყოფებიან ემიგრაციაში და თითოეული წევრისთვის აუცილებლობას წარმოადგენს პასპორტის აღება, ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად ისახება მათ ბიუჯეტზეც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა ემიგრანტებსაც აძლევს საშუალებას მოახდინონ სხვა პეტიციის ინიცირება ან დააფიქსირონ ხელმოწერა, მხარი დაუჭირონ უკვე არსებულს და ამით მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში.

პეტიციის გავრცელება ძირითადად ონლაინ, სოციალური ქსელებით მოხდა, „გამომდინარე იქიდან, რომ დიასპორა ქვეყნის გარეთ იმყოფება, ძირითადად ონლაინ ვცდილობთ პეტიციის პოპულარიზაციას. ფაქტიურად მოვიცავით ყველა დიასპორული ჯგუფი, რაც კი არსებობს. საკმაო პოლემიკაც გამოიწვია საკითხმა. ფეისბუქის გარდა ვიყენებთ ასევე სხვა სოციალურ ქსელებს, როგორიცაა ტვიტერი, ლინკედინი და სხვა.

ჩვენი მიზანია ემიგრაციაში გავიტანოთ ამ პეტიციის, ამ საიტის შესახებ ინფორმაცია. იქ არიან აქტიური ჯგუფები, მათაც შეიძლება სხვა საკითხთან, სხვა პრობლემასთან დაკავშირებით გაუჩნდეთ ახალი ინიციატივა და ეს პლატფორმა მათაც საშუალებას აძლევს, ატვირთონ პეტიცია. არ ჭირდება ამას ისეთი რთული პროცედურები, როგორიცაა საბუთების შეგროვება, საელჩოში სირბილი, ხელმოწერების კარდაკარ მოგროვება.“

ვინაიდან პლატფორმა ახალი ამოქმედებულია, შესაძლოა ყველა არ ფლობდეს ინფორმაციას მის შესახებ და ამ ან სხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდეს მითითებულ ვადებში ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პეტიციამ ვერ დააგროვა მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობა, შესაძლებელია იგივე პეტიციის განმეორებით ინიცირება. როგორც ბატონი ზაალი აცხადებს, თუ საჭირო გახდა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცა გამოიყენებს საიტზე ამავე პეტიციის განმეორებით განთავსების საშუალებას.

ამ დროისთვის საიტზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა თემატიკის: ჯანდაცვის, განათლების, ფინანსების, გარემოს დაცვის, რეგიონალური განვითარების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თემაზე შექმნილი ოცამდე პეტიცია.

ხელმოწერის დასაფიქსირებლად ან ახალი პეტიციის შესაქმნელად საჭიროა ერთჯერადი რეგისტრაცია, პირადი ნომრის, ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრის მითითებით, ასევე შესაძლებელია სხვა სამთავრობო ვებ გვერდებზე (my.gov.ge, www.rs.ge და სხვა) უკვე შექმნილი პროფილით ავტორიზაცია.

®️


Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2019
ბათუმის „რაგბი არენაზე“ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის, „კოკა-კოლას თასის“ საიუბილეო, 25-ე გათამაშების ფინალური მატჩები ჩატარდა და 2019 წლის გამარჯვებული გამოვლინდა.
27 / ივნისი 2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის „კოლხი და...“ ორგანიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 32 308 ლარია.
27 / ივნისი 2019
ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად მოქალაქე ალექსანდრე ყულოშვილის ავტორობით manifest-ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა. მის აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრახთან სიახლოვეს.
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციიო აქციის დაშლისას დაშავებულების ნებისმიერი სახის მკურნალობას
არასამთავრობო ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხური „ფიფლ ინ ნიიდის“ ორგანიზებით თბილისში ფერმერთა კონგრესი გაიმართა.
{{ARTICLEIMAGE}}ქართველი სპორტსმენები 20 ივნისის აქციის მონაწილეებს საკუთარ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
გამოკითხვა
ვინ უნდა აგოს პასუხი დუმის დეპუტატების პარლამენტში ყოფნაზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.