Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10470811_323892061120390_900389761695292275_n21.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10470811_323892061120390_900389761695292275_n21.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10470811_323892061120390_900389761695292275_n21.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10470811_323892061120390_900389761695292275_n21.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულოს წევრი - თუ „ნაციონალების“ დროს საჯარო სამსახურებში პარტიული ნიშნით 55 % ინიშნებოდა, ახლა ამ ნიშნით 90% დანიშნული
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა. მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე საკადრო ცვლილებები გააკრიტიკა. „ჩვენი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 55% ინიშნებოდა პარტიული ნიშნით, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, მე მაქვს ეს მონაცემები, როგორც მერიის,  ასევე საკრებულოს და გამგეობის 90 პროცენტი, უკვე დანიშნული საჯარო მოხელეების მოვალეობის შემსრულებლები, „ქართული ოცნების“პარტიული აქტივისტები არიან. განსაკუთრებით, ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე ადამიანზე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდნენ, ძალიან ხშირად სამართლიანად და ორმაგად, ხშირად - უსამართლოდაც. სწორედ ეს გვაძლევდა ჩვენ იმის საფუძველს გვეფიქრა, რომ ისინი თავიანთ საქმიანობაში იყვნენ არაობიექტურები. "მაესტროს" ჟურნალისტი ნანა ფაჟავა, რომელიც დაინიშნა გუბერნიის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად, "პირველი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ლაგვილავა, რომელიც საკრებულოში ანალოგიურ თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, დაინიშნა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომელი მალხაზ ჭკადუა, რომელიც მთავრობის კანცელარიაში მედიის განხრით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები დაინიშნენ აბსოლუტურად უკონკურსოდ. ჩვენ პიროვნულად შეიძლება არც ერთ მათგანთან არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო, მაგრამ მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში დასრულებულიყოს ფსევდო - ჟურნალისტების და ფსევდო - არასამთავრობოების დრო და საჯარო სამსახურებში ნამდვილად მოსულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც შეირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით. ამ შემთხვევაში, შეიძლება ამ ადამიანების პროფესიონალიზმთან მიმართებაში პრეტენზია არ გვქონდეს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მათი მომზადებული სიუჟეტები და სტატიები უკვე კარგავს ობიექტურობას“, - თქვა საკრებულოს სხდომაზე ანა წითლიძემ. საზოგადოებრივი არხის ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი ლაგვილავა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის ამ დროისთვის არც ერთ თანამდებობაზე არ არის დანიშნული. „სამწუხაროა,რომ საკრებულოს, თუნდაც საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილის ნდობაგამოცხადებული წევრი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ თანამდებობაზე დავინიშნო, მაგრამ დღეს არსებული სიტუაციით, არც ერთ თანამდებობაზე არ ვარ დანიშნული. რაც მთავარია, მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც საჯარო სამსახური არ იქნება რომელიმე პარტიის მსახურება.  თუ კი მე ვიქნები საჯარო სამსახურში, ვიქნები ხალხის და არა რომელიმე პარტიის მსახური“, - ამბობს ირაკლი ლაგვილავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ფაჟავა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ის ანა წითლიძის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს. ანა წითლიძის განცხადება ასევე უკომენტაროდ დატოვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ყოფილმა თანამშრომელმა მალხაზ ჭკადუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.