Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10373038_671071569634122_8926561383278643198_o.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10373038_671071569634122_8926561383278643198_o.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10373038_671071569634122_8926561383278643198_o.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10373038_671071569634122_8926561383278643198_o.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო-ნეპოტიზმის სავარაუდო ნიშნები ზუგდიდის მერიაში
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდის მერიაში ნეპოტიზმის სავარაუდო ნიშნებზე საუბრობს. ის წყაროდ „ლაივპრესის“ სტატიას - „ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით დანიშვნები ზუგდიდის მერიაში“ იყენებს. რადიო "ათინათი" გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას: "რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა ზუგდიდის მერიაში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ცოლის მეგობარმა მანანა (ლული) ქიქავამ კი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ტურიზმის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია დაიკავა. ლული ქიქავას დანიშვნა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იდა ქვარაიმ, რომელიც ამავე დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას მეუღლეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მერიამ საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა შერჩევისას პირველ რიგში მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია და დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობა უნდა გაითვალისწინოს. ვინაიდან ზუგდიდის მერიის სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება ახლა მიმდინარეობს, დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად პირები მხოლოდ იმ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ, რომელთა არსებობაც ამ ეტაპისათვის აუცილებლობას წარმოადგენს მერიის გამართული ფუნქციონირებისათვის, სხვა პოზიციებზე კი კონკურსი გონივრულ ვადებში უნდა გამოცხადდეს. როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებლების შერჩევისას, ასევე – კონკურსის ჩატარებისას, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს მოხელეთა შერჩევა ნათესაური ნიშნით ან ამა თუ იმ პირის პარტიული/პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ შესწავლილი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საჯარო თანამდებობეზე გამოცხადებულ კონკურსთა უმრავლესობაში დროებითი მოვალეობის შემსრულებლები იმარჯვებენ." -ნათქვამია"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.