Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gamgebeli-gocha-qajaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gamgebeli-gocha-qajaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gamgebeli-gocha-qajaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gamgebeli-gocha-qajaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამსახურიდან დათხოვილი 9 სოფლის რწმუნებული ხობის გამგებელს უპირისპირდება
ხობის რაიონის 9 სოფლიდან ახლადარჩეული გამგებლის მიერ სამსახურიდან დათხოვნილი სოფლის რწმუნებულები სამსახურიდან მათ უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ. სოფლის რწმუნებულები გოჩა ქაჯაიას ღიად უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ხობის გამგებელმა რაიონის ტენდერები საკუთარ ნათესავებზე გადაანაწილა. სამსახურიდან გათავისუფლდნენ:სოფელ ახალსოფლის რწმუნებული რინული ნოდია, შავღელის რწმუნებული ნუგზარ ჭაღალიძე, ხამისკურის რწმუნებული ნანა კაკულია, ჭალადიდის რწმუნებული შორენა გელენიძე, საჯიჯაოს რწმუნებული ავთანდილ კვარაცხელია, პირველი ხორგას რწმუნებული ზაალ ბერაია, თორსას რწმუნებული ფლორა ბუზალაძე, ხობის ქალაქის რწმუნებული ხვიჩა შონია და ნოჯიხევის რწმუნებული გოჩა როდონაია. “სოფლებში სოფლის პროგრამა ისე ხორციელდება, რომ არც კი უკითხავთ ადგილობრივებისთვის მათ რა სჭირდებოდათ. კონკრეტულ მტკიცებულებებს პროკურატურაში შეტანილ მასალებში ჩავდებთ. რაც შეეხება სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლების საკითხს, ეს იყო უკანონო. ქაჯაია და მისი გუნდი “ოცნების” ქურქში გახვეული “ნაციონალები” არიან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის”-აცხადებენ სამსახურიდან დათხოვილი სოფლის რწმუნებულები. ყოფილი რწმუნებულების ბრალდებებს პასუხობს ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და აცხადებს, რომ ეს არის გაბრაზებული ადამიანის პოზიცია და რასაც ისინი ამბობენ სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება 9 სოფლის რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხობის გამგებელი ამბობს, რომ ეს ახალი კანონის და ახალი რეგულაციების დასაწყისია. “კანონი ძალაში შევიდა 1 აგვისტოდან. ყველა სოფელში გაუქმდა სოფლის რწმუნებულის სტატუსი და ისინი ამიერიდან იქნებიან გამგებლის წარმომადგენლები. გამომდინარე აქედან, ჩვენ შევარჩიეთ ახალი კადრები, რომლებიც დროებით მოვალეობას შეასრულებენ. რაიმე უჩვეულო და ახალი ამაში არ არის”-აცხადებს გოჩა ქაჯაია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.