Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/which-jump-street-movie-is-the-best-850x468.jpeg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/which-jump-street-movie-is-the-best-850x468.jpeg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/which-jump-street-movie-is-the-best-850x468.jpeg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/which-jump-street-movie-is-the-best-850x468.jpeg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
22 Jump Street – განხილვა
“22 Jump Street” იდეალური საზაფხულო და საპოპკორნე ფილმია. ჩენინგ ტატუმისა და ჯონა ჰილის შეუდარებელი წყვილი ამჯერად კოლეჯს სტუმრობს. ფილმი თავიდან შედარებით “მდორედ” მიდის, მაგრამ ნელ-ნელა ჯენკო და შმიდტი ეშხში შედიან და სწორედ აქედან იწყება გაუჩერებელი სიცილიც. “22 Jump Street” ფილ ლორდის და კრისტოფერ მილერის უკვე მეორე წარმატებული ფილმია 2014 წელს. პირველი “Lego Movie” იყო, რომელმაც მაყურებლის და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. იმედი დავიტოოვთ, რომ მომავალში ასე გააგრძელებენ და ბევრ კარგ ფილმს შემოგვთავაზებენ. რაც შეეხება თავად “22 Jump Street”-ს. ფილმში გაშარჟებულია ე.წ. “Buddy-cop” სტილის ფილმებით დამკვიდრებული ყველა სტერეოტიპი. ჯენკო და შმიდტი კოლეჯის სტუდენტების როლს ირგებენ (რაც თუ გავითვალისწინებთ მათ “ზრდასრულობას”, არც ისე უჭირთ) და ახალი გამოჩენილი ნარკოტიკის, “WhyPhy”-ის შემქმნელის ძებნას იწყებენ. თუ პირველ ფილმში ტატუმის პერსონაჟი აღმოჩნდა გიკ, სათვალეებიან მოსაწვლეებთან და ჯონა ჰილი “კარგ ტიპებთან” ერთობოდა, ამჯერად მათ ადგილები გაცვალეს და ჯენკომ ფაქტობრივად მეორე ნახევარიც იპოვა ზუკის სახით. ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნაწილი შმიდტის “Shame walk”-ია. ეს ტერმინი აღნიშნავს იმ გზას, რომელიც საკუთარ ოთახამდე უნდა გაიარო კოლეჯის კამპუსში, გუშინდელ ტანსაცმელში გამოწყობილმა, მოწესრიგებელმა , ხელში ფეხსაცმელი უნდა გეჭიროს და ნაბახუსევზე თავიც უნდა გისკდებოდეს. სტერეოტიპის მიხედვით, ამ გზას 99% შემთხვევაში გოგოები გადიან, თუმცა ამჯერად მათ ჯონა ჰილიც შეუერთდა და ფილმის ბოლოს უკვე იმდენჯერ ჰქონდა ეს გზა გავლილი, რომ გვერდით მიმავალ ყველა დარცხვენილ გოგოს სცნობდა. ფილმის მეორე ნაწილში ჯენკოს და შმიდტის ურთიერთობა ფუჭდება და მაყურებელსაც გული უჩუყდება ისეთ ფრაზებზე, როგორიცაა “Maybe . . . maybe we should just investigate different people”. ამის მიზეზი ძირითადად ამერიკული ფეხბურთი და ჯენკოს ახალი მეგობარი ზუკია. ისინი ერთმანეთის ფრაზებს ამთავრებენ, ერთად ვარჯიშობენ, თამაშობენ და საწყალი შმიდტი ბოღმისგან კიდევ უფრო სუქდება. მისი ცხოვრება ისედაც რთულია, რადგან Ice Cube არც ისე ბედნიერია იმ შმიდტის და თავისი გოგონას ურთიერთობით. ფილმის სიუჟეტი “21 Jump Street”-ისგან დიდად არ განსხვავდება. ეს თავად ფილმის შემქმნელებმაც იციან, მაყურებელმაც იცის და მაინც ყველაფერი შესანიშნავია და ამაზე დიდად არავინ ნერვიულობს. თუმცა განსხვავებული იყო და ცალკე კომედია იყო ფილმის end credits. რეჟისორებმა გვაჩვენეს რამდენი განსხვავებული და სასაცილო გამოძიება შეიძლება ჩაატარონ ერთად ჯენკომ და შმიდტმა. (რომელიც ალაგ-ალაგ საეჭვოდ ემგვანება სეთ როგენს) დაველოდოთ და ვნახოთ, შეიცვლის თუ არა დუეტი მისამართს და მივიღებთ თუ არა შედეგად “23 Jump Street”-ს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.