რუბრიკები
კახა მიქაია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებს „ნაციონალების“ თანამდებობებზე დანიშვნაში „ამხელს“ (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ყოფილი ნაციონალური მოძრაობის მხარამჭერების თანამდებობებზე დანიშვნაში „ამხილა“.მიქაიამ ისაუბრა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ხათუნა დარასელიას დანიშვნაზე, რომელიც მიქაიას თქმით, უცხოელ მასწავლებლს თომას ფლეჩერს მფარველობდა. ამასთან, მიქაიამ განაცხადა, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქტივისტების და მხარდამჭერების სრული დისკრიმინაცია ხდება.მან ასევე,აღნიშნა,რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. „როგორც არ არსერბობს ყოფილი „კეკებეშნიკი“, ისე არ არსებობს ყოფილი ნაციონალი - თქვა სხდომაზე მიქაიამ. მიქაიამ ზემოაღნიშნბული საგანგებო განცხადების შემდეგ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიქაიას განცხადებებს საკრებულოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ჩანგელიამ სხდომაზევე უპასუხა. მან მიქაიას განცხადებებს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ კახა მიაქაია დარბოდა ვირით და კუბოთი ქალაქში, როცა ყოფილი ხელისუფლება ქვეყანის მშენებლობით იყო დაკავებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მან ნაციოანლური მოძრაობა 2007 წელს დატოვა და პოლიტიკაში 2012 წლამდე არ ყოფილა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ კახა მიქაიას განცხადებებზე ჟურნალიტებთან კომენტარი არ გააკეთა. რაც შეეხება, ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ხათუნა დარასელიას პოზიციას მან თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია ნაციონალურ მოძრაობასთან მისი გაიგივება, რადგან მისი ოჯახი ყოფილი მთავრობის მსვერპლია. „რას შეეხება თომას ფლეჩერს, მინდა გითხრათ, რომ არ ვარ ჰომოფობი ადამიანი და შინაგანი რწმენით ვთვლი, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. თუ მუდმივად გაგრძელდება ჩემი სახელის ხსენება, იძულებული გავხდები მივმართო სასამართლოს ჩემი პირადი ღირსების შელახვისათვის“, - თქვა ხათუნდა დარასელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.