რუბრიკები
დავით სერგეენკო ზუგდიდში მედიკოსებს შეხვდა (video)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო ზუგდიდში მედიკოსებს შეხვდა და მედიკამენტების ახალი რეგულაციის შესახებ ესაუბრა. თავის მხრივ, მედიკოსებმა ჯანდაცვის მინისტრს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. დავით სეგეენკოს თქმით, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების თვითნებურად მიღება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის ბევრჯერ შესწრებია ახალგაზრდებს, რომლებიც აფთიაქში ყიდულობდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც არ იყო თერაპიული დანიშნულების და რომელსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო ახალი რეგულაციების შემუშავება. რეცეპტებთან დაკავშირებით, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ექიმის მიერ ერთხელ გამოწერილი რეცეპტი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ის მრავალჯერადი დანიშნულებისაა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რეცეპტების გამოწერის უფლება აქვს ყველა სერთიფიცირებულ ექიმს, მათ შორის ოჯახის ექიმსაც. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკაზე, რომელიც მედიკამენტების გაყიდვების ახალ რეგულაციას შეეხება და აღნიშნა, რომ თუ მათ ჰქონდათ კითხვები და შენიშვნები საპარლამენტო განხილვებში უნდა მიეღოთ მონწილეობა. ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში მომუშავე მედიკოსების კითხვებსაც უპასუხა და შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის საკმაოდ ინფორმირებულ მედიკოსებს შეხვდა და მათ მხოლოდ რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა ჰქონდათ. „დღევანდელი შეხვედრა იყო ერთ-ერთი იმ ციკლიდან, რომელიც რეგიონებში ვიზიტს ეძღვნება. სამედიცინო საზოგადოებას, ვისთანაც დღეს მქონდა შეხვედრა, ძალიან კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ძირითადი მოცემულობა, ისინი კარგად ერკვეოდნენ რეცეპტებთან დაკავშირებულ დეტალებში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სამეგრელოს სამედიცინო საზოგადოება რეცეპტების თემას სრული გაგებით შეხვდა და ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. თავის მხრივ, ექიმებმა, მედიკამენტების ახალი რეგულაცია დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს,რომ ისინი მთავრობის ახალი ინციატივით კმაყოფილები არიან. „შეხვედრა იყო ნაყოფიერი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ელექტრონულად გადმოგზავნილი გვქონდა. მაგრამ უშუალად მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გამოიკვეთა და უფრო გასაგები გახდა. რაც შეეხება ზოგადად რეცეპტებს, ეს ძალიან კარგია. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი მოსულა, რომელსაც ანტიბიოტიკების მთელი არსენალი ჰქონია გაკეთებული. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ - ზუგდიდის ონკოლოგიური ცენტრის დიქრექტორმა ნონა ფიფიამ. ცნობისთვის, მედიკამენტების გაცემის ახალი რეგულაციები სექტემბრიდან ამოქმედდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.