რუბრიკები
სენაკის ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს (video)
სენაკის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მეორე დღეა მართავენ. მათ ზარალის ანაზაღაურების მოთხოვნით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა ნახევარი საათით გადაკეტეს. ბაზრის მოვაჭრეები ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით,თუ ხვალ ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, მათი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, აქციები გაგრძელდება. ისინი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოსვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვით იმუქრებიან. ნახევარსაათიანი პიკეტის შემდეგ აქცია დაიშალა. მოლაპარაკებებს მოვაჭრეებთან სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე აწარმოებდა,რომელიც მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან შუამდგომლობას დაპირდა და ასევე პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთანაც. პარალელურად ბაზრობაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,რომლებშიც ჩართულები არიან სამხედროები და გამგეობის თანამშრომლები. მოვაჭრეები ამბობენ,რომ მათ საგამოძიებო უწყებებმა დააწერინეს განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სენაკის ბაზარში ცეცხლი 25 აგვისტოს 21:00 საათისთვის გაჩნდა, რომელმაც 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გაანადგურა. დამწვარია 250-მდე მოვაჭრის საქონელი. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ყველა სახანძრო სამსახურმა მიიღო.ბაზრის მფლობელია, სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და კოალიცია „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი მურად შამათავა,რომლიც აცხადებს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.