რუბრიკები
განთავსდება თუ არა „მაკდონალდსი“ გუბერნიის შენობის გვერდით
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე  ზუგდიდში სწრაფი კვების ობიექტის „მაკდონალდსის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს. საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძღაობიდან“ ბათლომე შელიამ აღნიშნულ საკითხზე თქვა, რომ ის მიესალმება ზუგდიდში მსოფლიო ბრენდის შემოსვლას, თუმცა აღნიშნა, რომ მისი განთავსება გუბერნიის შენობის გვერდით მსჯელობის საგანია. “თუ მთლიანად ათვისებული გვაქვს ქალაქი და სხვა საშუალება არ არის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ გუბერნიის გვერდით, თუმცა მგონი არსებობს ალტერნატივა, მაგალითად, იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - თქვა სხდომაზე ბათლომე შელიამ. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულოში „მაგდონალდსის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ შესულა. მისივე თქმით, „მაკდონალდსისთვის“ ფართის შეთავაზების  საკითხზე საკრებულოს შესაბამისი კომისიაც უნდა ჩაერთოს. „ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მცირე თუ მსხვილ ბიზნესს ჰქონდეს ხელშეწყობა, ეს ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ, ბუნებრივია თუ სად იქნება „მაკდონალდსი“ თუ სხვა რომელიმე დაწესებულება, აბსოლუტურად უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის ურბანულ განვითარებას. ადგილი უნდა შეირჩეს გონივრულად“- აცხადებს მერაბ ქვარაია. ქალაქ ზუგდიდის მერიამ, გუბერნიის შენობის გვერდით , „მაგდონალდის“ შესძლო მშენებლობასთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია განათავსა სათაურით - გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები! სოციალურ ქსელზე საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი „მაგდონალდსის“ მშენებლობას დადებითად აფასებს, თუმცა მის განთავსებას გუბერნიის გვედით სკეპტიკურად უყურებს და მერიას ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს. არჩილ თოდუა: გუბერნიის შენობის გვერდზე „მაკდონალდსის“ აშენება არ მიმაჩნია კარგ იდეად - 1. გუბერნიის შენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა ზუგდიდში და მის მიმდებარედ არსებული სივრცეც ამ შენობის შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად აქ მაკდონალდსის აშენება გუბერნიის შენობის მასშტაბებს და მიმდებარედ არსებული სივრცეს მოსპობს... ჩემი აზრით მაკდონალდსი უნდა აშენდეს 1. პროკრედიტ ბანკის გვერდზე (თუმცა სიღრმეში და არა გზის ნაპირას, ისე, რომ ავტომობილების მიმოსვლა არ შეფერხდეს) ან 2. თეატრის მოპირდაპირე მხარეს, დადიანის 4 ნომერში მდებარე კორპუსის გვერდზე, მისადგომიც ყველა მხრიდან ექნება ან 3. ცენტრისგან მოშორებით სადმე“. ალიკა გეთია: შესანიშნავი პროექტია, მივესალმები თუმცა ვიზიარებ Archil Todua-ს კომენტარს, გუბერნიის შენობასთან მე ვერ ვხედავ მის ადგილს, გაცილებით უკეთესია პროკრედიტის გვერდით ან "თი ბი სი" ბანკის გვერდით,ყოფილი პოლიციის შენობის ადგილას, თუ არგუმენტია რომ ეს ტერიტორიები კერძო საკუთრებაშია, ყველამ მშვენივრად იცის რა ხერხებით მოხდა მათი გასხვისება და ვის საკუთრებაშია ახლა ასე რომ ორი კარგი საქმის ერთდროულად გაკეთებაა შესაძლებელი!!!“ გიზო ჟვანია: პირველი შთაბეჭდილება თვალშისაცემია …გზის პირას ჩქაროსნულ ტრასაზე აშენებულ ბენზინგასამართ სადგურს გავს… კონსტრუქციით … დიზაინით … არქიტექტურული გადაწყვეტილებით სრულებით არ შეესაბამება მოედანს და მითუმეტეს გუბერნიის შენობის გვერდით გამოჩნდება როგორც "სარაია" … ზუგდიდის შუაგულში ტრადიციული მეგრულ-ლაზური კომპონენტებით და კუთხური ელემენტებით მორთულ - მოკაზმული თანამედროვე, ჰაეროვანი კონსტრუქციისგან აგებული შენობა უნდა დაიდგას, რომ არ დაამძიმოს და გადატვირთოს ისედაც უხეში გუბერნიის შენობა …“ ჯინა ეხვაია: ძალიან კარგია,ზუგდიდს მაგდონალდსი უნდა ქონდეს თავის თავად, ამ ქალაქს ხომ დიდი პოტენციალი გააჩნია.მაკეტიც მომწონს განასუკთრებით ღია ტერასა მეორე სართულზე.  რაც სეეხება ადგილს,  გუბერნიის მიმდებარე ტერიტორია მარკეტინგულადაც კარგია წარმატებები !“ - წერენ მოქალაეები სოციალურ ქსელზე. ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია აქცენტს დასაქმებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ "მაგდონალდსის" შემოსვლა სხვა ბრენდების შემსვლას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, "მაგდონალდსის" მშენებლობაზე არსებული პროექტი საბოლოო არ არის და მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ასევე არ არის მიღებული გადაწყვეტილება კომპანიას ფართი იჯარით გადაეცემა თუ პირდაპირი გზით მოხდება მიყიდვა. „ჩვენ სპეციალურად დავდეთ მერიის საიტზე პროექტი, რომ დაწყებულიყო საჯარი განხილვა, რადგან გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. იდეას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, თუმცა უფრო მეტი დადებითი ემოციები გამოიწვია. საზოგადოება მოხარულია, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდებიან ახალგაზრდები“, - აცხადებს ირაკლი გოგოახია. მერიის ინფორმაციით, ,,მაკდონალდსის" მაკეტი სპეციალურად ზუგდიდისთვის ავსტრიელმა არქიტექტორ-დიზაინერმა შლოფერმა შეიმუშავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.