რუბრიკები
ალუბლის ჩიზქეიქი
ინგრედიენტები: შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 200 გ გამდნარი კარაქი 80 გ კრემი: შავი შოკოლადი 150 გ კრემ-ყველი (cream cheese) 400 გ კვერცხი 2 კაკაო 2 ს.კ შაქარი 100 გ სოუსი ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი 400 გ შაქარი 2 ს.კ სახამებელი 1 ს.კ ლიმონის წვენი 1 ჩ.კ ნაღების კრემი ნაღები 35 % 150-200 გ შაქრის პუდრი 1-2 ს.კ ვანილი გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით კარაქი 22 სმ ფორმას. მოამზადეთ ნამცხვრის ძირი: დაფქვით შოკოლადის ნამცხვარი. დაამატეთ გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ და დატკეპნეთ ფორმის ძირში. გამოაცხეთ 8 წუთი, რათა გამაგრდეს და უფრო ხრაშუნა გახდეს. დატეხილი შოკოლადი გაადნეთ ორთლზე და გააგრილეთ. ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქართან და კაკაოსთან ერთად. შეათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ. დაამატეთ გაგრილებული შოკოლადი და მიღებული კრემი გადაიტანეთ ფორმაში. შედგით ღუმელში და გამოაცხეთ დაახლოებით 45-50 წუთი, სანამ ზედაპირი არ შეშრება. გააციეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს მოამზადეთ ალუბლის ტოპინგი (სოუსი) ალუბალს კურკა გამოაცალეთ, გამოსული წვენი ცალკე გადაწურეთ. ამ წვენში გახსენით სახამებელი. ალუბალს დააყარეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. რომ წამოდუღდება, ჩაამატეთ სახამებელი. კარგად აურიეთ. სოუსი მალევე შესქელდება. გადმოდგით და დაამატეთ ლიმონის წვენი. სოუსი გააციეთ და გამოყენებამდე მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე მიტანის წინ, ჩიზქეიქი ამოვიღოთ ფორმიდან. ნაპირები მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით, შუაში კი დავასხათ ალუბლის სოუსი. ნაღების კრემისთვის კარგად გაციებულ ნაღებს დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრი, ავთქვიფოთ გასქელებამდე და საკონდიტრო შპრიცით მოვრთოთ დესერტი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.