რუბრიკები
კახა მიქაია პრემიერ-მინისტრს მიმართავს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ სამეგრელოში  სამთავრობო რეფორმები  არ განხორციელებულა. მისივე თქმით, ზუგდიდში მოქმედი თანამდებობის პირები ყოფილი „ნაციონალები“  არიან და მათ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებიც კი არასოდეს  გაუკეთებიათ. ამის შესახებ მიქაიამ  დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. „ზუგდიდის გამგეობაში თითქმის ყველა არის ყოფილი "ნაციონალი". რაც შეეხება მერიას და საკრებულოს, ქალაქში ასე ხუმრობენ:  ჩემი ცოლის დაქალებით აივსო საკრებულო და მერიაო. მე ამაზე ვაკეთებ აქცენტს, ამას ლაპარაკობს საზოგადოება“, - თქვა  კახა მიქაიამ. კახა მიქაია ასევე  შეეხო ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ხათუნა დარასელიას დანიშვნის საკითხს. მიქაია დარასელიას თანმდებობიდან გათავისუფლებასა და მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული მასწავლებლების სამსახურში აღდგენას მოითხოვს. „დარასელიას დირექტორობის დროს უსამართლოდ გათავისუფლებული მასწავლებლების უმრავლესობა დღესაც არ მუშაობს, დარასელია კი კულტურის სფეროს წარმართავს ზუგდიდში“, - ამბობს მიქაია. კახა მიქაიას განცხადებებს არ უპასუხეს ზუგდიდის მერიაში.  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია კი ამბობს, რომ ის საკუთარი წარსულით ამაყობს. „რაც შეეხება დანიშვნებს, შესაძელებლია საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებობდეს კითხვის ნიშნები და უკმაყოფილება , თუმცა სულ მალე გამოცხადდება საატესტაციო-საკონკურსო გამოცდები და ყველას მიეცემა შესაძლებლობა გამოვალინოს საკუთარი შესაძლებლობები“, - აცხადებს მერაბ ქვარაია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.